აქტუალური
მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოებთან ვთანამშრომლობთ - გენპროკურატურა

     საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ.
როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა მსჯავრდებული პირების მიმართ, რომელთა თაობაზეც ჩვენ ექსტრადიცია გვაქვს მოთხოვნილი, ჩვენი შუამდგომლობის ფარგლებში, ვთანამშრომლობთ მოთხოვნის მიმღები ყველა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან“, –განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
მიმართა თუ არა საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე უშუალოდ ნიდერლანდების სამეფოს, ამ შეკითხვას პროკურორის მოადგილემ არ უპასუხა.