უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა სირიაში ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების განკარგულება გასცა

     საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა სირიაში ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების განკარგულება გასცა. ამის შესახებ BBC წერს.
რუსეთს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ განკარგულება ყოველდღიურად ადგილობრივი დროით 09:00-დან 14:00 საათამდე იმოქმედებს.
დამასკოს გარეთ, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტას რეგიონს მთელი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მხარდაჭრილი სირიის სამთავრობო ძალები ბომბავდნენ.
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია 24 თებერვალს მიიღო, თუმცა შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე საათში დაირღვა.
გუშინ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაზე ვლადიმერ პუტინმა, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა იმსჯელეს.
აღმოსავლეთ ღუტა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღმოსავლეთ ღუტაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.