პირველი ქართული 3D თამაშზე მუშაობა ბოლო 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლა მისი ნახვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მომავალში "თამაშის სიუჟეტში იქნება მისია, რომელიც საქართველოში კრიმინალებისა და ჯაშუშების გამოაშკარავებას უკავშირდება".
"ჩვეულებრივ, კომპიუტერული თამაშების მთავარი გმირები არიან მაფიოზები, კრიმინალები, რომლებიც პოლიციელებს კლავენ, ბანკებს ძარცვავენ და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს წესი შეგვეცვალა და თამაშის მთავარი გმირები პოლიციელები ყოფილიყვნენ, რომლებიც კრიმინალებს კი არ კლავენ, არამედ, კანონის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.