საზოგადოება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების – ოფურჩხეთის, რიონის, მექვენისა და დღნორისის ადმინისტრაციულ ერთეულში დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. შესაბამისად, ელექტროენერგია არ მიეწოდება ზედა ზონის 21 სოფელს.
დღნორისის ადმინისტრაციულ ერთეულში თოვლის მაღალი საფარის გამო (70 ს.მ.) შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობაც.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი - ბატონი ოთარ ჩიტაიშვილი, მოადგილეებთან - ბატონ ზურაბ ჯიმშელეიშვილთან და დავით ჩირგაძესთან, ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს - ბატონ თამაზ ბენიძესა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის მუნიციპალური შტაბის წევრებთან ერთად პირადად იმყოფებოდნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან.