უცხოეთი
დონალდ ტრამპი არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე პასუხისმგებლობას ბარაკ ობამას აკისრებს

     საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე პასუხისმგებლობას ბარაკ ობამას აკისრებს.
პრეზიდენტის განცხადებით, მისმა წინამორბერდმა რუსეთის ჩარევის შესახებ იცოდა, თუმცა მის აღსაკვეთად არაფერი მოიმოქმედა.
„ობამა იყო პრეზიდენტი 2016 წლის არჩევნებამდე და მის შემდეგ. მაშინ რატომ არაფერი გააკეთა რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით?“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოცილურ ქსელ Twitter-ში.
დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამა არაერთ გადაცდომაში დაადანაშაულა, მათ შორისაა მედიაში ინფორმაციის გაჟონვა და თეთრი სახლის დისკრედიტაცია. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, ყოფილი პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატაროს.