უცხოეთი
სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ აფრინში შესვლა დაიწყეს

     საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ აფრინში შესვლა დაიწყეს. სამხედრო კოლონის გადაადგილების ამსახველი მასალა სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
ჯარისკაცებს მანქანებზე სირიის სახელმწიფო დროშები აქვთ დამაგრებული.
აფრინში ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ წარმომადგენელი, ბრუსკ ჰასეკე აცხადებს, რომ აფრინში სამთავრობო ჯარი მოსახლეობის დასაცავად და თურქეთის სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად შედის. აფრინში სირიის არმიის შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბოლო დღეებია ვრცელდება.
19 თებერვალს ინფორმაციაზე კომენტირებისას თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბეკირ ბოზდაგმა თქვა, რომ აფრინში სირიის ჯარის შესვლა კატასტროფის მომტანი იქნება, რაც სირიის დაყოფას გამოიწვევს.