სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჰიმნის ავტორი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

     საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ერთ-ერთი სკოლის დამხმარე პედაგოგის განცხადების საფუძველზე სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჰიმნის ავტორი ვალერიან ჭკადუა დააკავა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის ე.წ. კოდექსის 127-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობრივ სექსუალურ ქმედებას გულისხმობს.
კომპოზიტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სოხუმის ე.წ. სასამართლო იმსჯელებს.