უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა გია გეწაძემ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

     საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა გია გეწაძემ, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გეწაძემ განცხადება თავად დაწერა. ის ამ თანამდებობაზე 2015 წლის თებერვალში დაინიშნა.
საქართველოში გია გეწაძეს სახელმწიფო უწყებებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. ასევე იყო ილიას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.

1tv.ge