საზოგადოება
ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნას თბილისში პატივი მიაგეს

     საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. 13 თებერვალს საქართველოში რფ-ის ინტერესთა სექციის შენობასთან ადამიანებს ყვავილები და ანთებული სანთლები მიჰქონდათ. ახალგაზრდები და ხანდაზმულები, ყველა ეროვნების წარმომადგენლები, საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრები, თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული რუსული თეატრის ახალგაზრდა მსახიობები, მწუხარებით გაერთიანებული მოქალაქეები მხარდამხარ იდგნენ და საზარელი ტრაგედიის მსხვერპლთა ახლობლების ტკივილს იზიარებდნენ.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 11 თებერვალს თვითმფრინავი АН-128, რეისი მოსკოვი-ორსკი, აფრენიდან 2 წუთსა და 11 წამში პოდმოსკოვიეში ჩამოვარდა. ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი - 71 ადამიანი - დაიღუპა.