როდესაც დანაშაულის ფაქტები არსებობს, ყველამ უნდა აგოს პასუხი! - ლევან იზორია
სამართალი
როდესაც დანაშაულის ფაქტები არსებობს, ყველამ უნდა აგოს პასუხი! - ლევან იზორია

     საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადიციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პროკურატურა აქტიურად მუშაობდა მყარი მტკიცებულებების შესაგროვებლად, რომ ბრალი წაეყენებინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის. ეს ბრალდებები არის ძალიან სერიოზული და, შესაბამისად, პროკურატურას ჰქონდა საკმაოდ კარგი სამართლებრივი საფუძველი, რომ ექსტრადირება მოეთხოვა. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონის წინაშე, მათ შორის პრეზიდენტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, არის თანასწორი და როდესაც არსებობს დანაშაულებრივი ფაქტები, ამაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. როდესაც აღნიშნული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და ის გამყარებულია მტკიცებულებებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ასეთი მაგალითებით უფრო მტკიცდება“, – განაცხადა იზორიამ.