სამართალი
მოსაყდრეობა რაღაც განსაკუთრებულს არ ნიშნავს - მეუფე იაკობი

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. მეუფე იაკობი „შაბათის კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყდრე შიო ისეთივე მღვდელმთავარია, როგორიც დანარჩენი 45. ქორეპისკოპოსის თქმით, მოსაყდრეობა პატრიარქის სიცოცხლეში არაფერს ნიშნავს.
მოსაყდრეობა რაღაც განსაკუთრებულს არ ნიშნავს. მოსაყდრე არის გარკვეულ შემთხვევაში და, ღმერთმა დაგვიფაროს და უწმინდესი კარგად გვიმყოფოს, მერე ეკისრება რაღაც ფუნქციები“, - განაცადა მეუფე იაკობმა.
საპატრიარქოს შიგნით უკვე არავინ მალავს, რომ შიო მუჯირის მთავარი კონკურენტი მეუფე გრიგოლია და შემთხვევითი არ არის ფოთელი ეპისკოპოსის საშობაო ეპისტოლე, სადაც ის ეკლესიას აკრიტიკებს და წერს, რომ ხალხმა მღვდლებს ზურგი აქცია.
მეუფე იაკობი „შაბათის კურიერის“ ეთერში პირველად ამბობს, რომ ამ ხმაურიანი განცხადებების შემდეგ გრიგოლი პატრიარქმა დაიბარა.
„მეუფე გრიგოლი მას შემდეგ პატრიარქთანაც იყო მისული, ჩვეულებრივი ურთიერთობით“, - აღნიშნა მეუფემ.