სამართალი
მეუფე გრიგოლი საპატრიარქო ტახტისთვის დაწყებულ ბრძოლაზე ლაპარაკობს

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. „დახედეთ რუკას და მიხვდებით,“ - ასე უპასუხა მეუფე გრიგოლმა „კურიერის“ კითხვას, თუ რომელი უცხო ქვეყნები არიან ჩართული საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში.
საპატრიარქოში გავლენებისთვის ბრძოლის თემა „კურიერში“ გასული მეუფე პეტრეს ინტერვიუს შემდეგ გააქტიურდა.
მეუფე პეტრემ „შაბათის კურიერთან“ პირდაპირ თქვა, რომ მომავალი პატრიარქობისთვის ბრძოლაში საერო და უცხო ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართული.
დეკანოზი, მამა კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქო ტახტისთვის მიმდინარე ბრძოლასთან დაკავშირებით არაფერი იცის და აღნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ისევ მეუფე პეტრემ უნდა წარმოადგინოს.
პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაზე საუბარს შეურაცხმყოფელს უწოდებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი.
ლაპარაკი, რომ მიმდინარეობს ტახტისთვის ბრძოლა, ეს არის შეურაცხყოფა ყველასი, პატრიარქის, მღვდელმთავრების, სასულიეროს, მრევლის, ხელისუფლების, იმიტომ, რომ ბრძოლა ტახტისთვის - ეს არის უკულტურო საზოგადოების ნიშანი“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.