აქტუალური
მეუფე იაკობის ინტერვიუ - ქორეპისკოპოსის მტკიცებით, ის ყოველთვის დასავლურ ღირებულებებს ატარებდა

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. მეუფე იაკობი „შაბათის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კაპიტოლიუმიდან ამტკიცებს, რომ მისი რუსეთთან ფარული კავშირის შესახებ ხმები გადაჭარბებულია. შეერთებული შტატებიდან მეუფე იაკობი ქართულ ეკლესიაში პრორუს მღვდელმთავრებზე ლაპარაკს არ ერიდება.
თუ ვინმე არსებობს, მათ ძალა არა აქვთ, ვერ გადაწყვეტენ, საით წავიდეთ, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
პატრიარქის მიერ მოსაყდრედ შიო მუჯირის დასახელების შემდეგ მეუფე იაკობი ვაშინგტონში უკვე მეორედ ჩავიდა.
ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა. ჩვენ სადღაც რომ დავდივართ, ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და განვითარებასა და თავდაცვაში აშშ ჩვენს ქვეყანას უნდა დაეხმაროს.
მღვდელმთავარი ამერიკიდან ამტკიცებს, რომ ყოველთვის დასავლურ ღირებულებებს ატარებდა.
შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობი 2013 წლის 17 მაისს თბილისის ქუჩებში ძალადობის სცენებს სათავეში ედგა.
ქოთანს ხომ იცით, ყურს საიდანაც უნდათ, იქიდან მოაბამენ. 17 მაისს თუ ჩემი ფუნქცია გეცოდინებოდათ, ალბათ, ნახავდით, რომ თუ იქ დიდი დარღვევები არ მოხდა, თავმდაბლობით და თავმაღლობით არ ვიტყვი, ჩემი დიდი წვლილიც იყო, - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.
მეუფე იაკობი ამტკიცებს, რომ ლგბტ სოლიდარობის აქციის მხარდამჭერების დევნის ისტორია გამოუგონეს და რეალურად ის ქუჩებში აქციის მონაწილეებს იცავდა.