უცხოეთი
სააკაშვილს სულუგუნის მირთმევა არ აცალეს (ორი ვიდეო)

     საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Strana.ua ავრცელებს. ამასთან, ამავე ინფორმაციას ავრცელებს სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ შვიდწამიან ვიდეოში ჩანს, რომ რესტორანში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ფორმიანი პირები შევიდნენ. როგორც გამოცემა strana.ua წერს, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა დარინა ჩიჟმა განაცხადა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი სადილობისას დააკავეს.
"როდესაც ფორმიანი პირები შემოვიდნენ, მიხეილ სააკაშვილი სამზარეულოდან ცდილობდა გაქცევას, თუმცა ვერ მოასწრო", – ამის შესახებ უკრაინულ მედიას რესტორან SULUGUNI-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა. მისი თქმით, დაკავების დროს სააკაშვილი ყვიროდა. ის კიბეებიდან ჩამოიყვანეს. ვერაფრის გაკეთება მოასწრო“, – ყვება რესტორან SULUGUNI-ს თანამშრომელი.