რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დღეს დიდი ბრიტანეთის დედოფალს – ელისაბედ მეორეს შეხვდება.
ილია მეორემ ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარი უკვე აკურთხა. ცერემონიას ბრიტანეთში მცხოვრები 1000-ზე მეტი ქართველი დაესწრო. პატრიარქმა ასევე მთავარეპისკოპოსად აკურთხა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველი მეუფე ზენონი.