საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. „ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ პრაგმატული, მშვიდობიანი და თავშეკავებულია. ჩვენ არ გვიყვარს წინა ხელისუფლება - მისმა აგრესიულმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანა, თუმცა, ვაღიარებთ მის ზოგიერთ მიღწევას, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში აშშ-ში.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს, მას სუსტი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ არ გვაინტერესებს, სად იქნება სააკაშვილი — საქართველოში თუ უკრაინაში. ჩვენს ქვეყანაში გაიმართა სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ. არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ თუ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, მას დააპატიმრებენ", — განაცხადა კობახიძემ.