ჩვენი სურვილია, საქართველოს რუსეთთან ისეთი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს, რომ ის საერთოდ აღარ სჭირდებოდეს, ამიტომაც გაძლევთ იარაღს! - დუნკან ჰანტერი
საზოგადოება
ჩვენი სურვილია, საქართველოს რუსეთთან ისეთი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს, რომ ის საერთოდ აღარ სჭირდებოდეს, ამიტომაც გაძლევთ იარაღს! - დუნკან ჰანტერი

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენი სურვილია, რუსეთთან ისეთი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ, რომ ის საერთოდ აღარ დაგჭირდეთ“, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა დუნკან ჰატერმა პირველ არხთან განაცხადა.
კალიფორნიელმა კონგრესმენმა „მოამბეს: ინტერვიუ კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატივსაცემად გამართული მიღების შემდეგ მისცა.
ჰანტერმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. რაც შეეხება რუსეთსა და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, კალიფორნიელი კონგრესმენის აზრით, ყველაზე უკეთეს პასუხს ამ გამოწვევას საქართველო დასავლური კურსის შენარჩუნებით გასცემს.
ამიტომაც ვახორციელებთ ინვესტიციებს საქართველოში, ამიტომ გაძლევთ თავდაცვით შეიარაღებას, რომ გააგრძელოთ სვლა დასავლეთისკენ. ჩენ გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვის. ბრძოლას გააგრძელებს თავად ქართველი ხალხიც. სანამ არავინ ნებდება, პუტინი ერთხელაც, ალბათ, გააცნობიერებს, რომ ზედმეტია და ვერ შეძლებს იმ ტერიტორიების შენარჩუნბას, რომლებიც ოკუპირებულია. სამწუხაროდ, ამას დრო სჭირდება, რადგან არც საქართველოში და არც ვაშინგტონში ომი არავის სურს, მაგრამ გვსურს, ეს ძალიან მტკივნეულ პრობლემად ვაქციოთ, რომ მსგავსი რამ ვეღარავინ გაიმეოროს“, – აღნიშნა დუნკან ჰანტერმა პირველ არხთან საუბრისას.