საზოგადოება
"საქართველოს ფოსტამ" დღეიდან ქვეყნის შიგნით გზავნილების მომსახურების საფასური გაზარდა.
"საქართველოს ფოსტის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საფოსტო ბარათების, წერილებისა და ამანათების (20გრ) გაგზავნა ამ დრომდე 1,20 ლარი ღირდა, ხოლო შეკვეთილი წერილის, საფოსტო ბარათისა ან ამანათის (20გრ) გაგზავნა – 1,50 ლარი.