უცხოეთი
„ახალმა აზერბაიჯანმა“ ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაასახელა

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი დაასახელა.
რამდენიმე დღის წინ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს ჩატარდება.
წინასაარჩევნო კამპანია აზერბაიჯანში 19 მარტს დაიწყება და 10 აპრილამდე გაგრძელდება.
57 წლის ალიევს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება.
ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი უკვე მეოთხედ სახელდება პრეზიდნტობის კანდიდატად.
აზერბაიჯანის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდა.

1tv.ge