საზოგადოება
ბერძნული გემთმფლობელი კომპანია სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველების გათავისუფლებას თებერვლის ბოლოს ვარაუდობს.
“ბერძნული გემთმფლობელი კომპანია დაგვპირდა, რომ გამოსასყიდ თანხასაც გადაიხდის, თუმცა ეს რამდენი იქნება, ზუსტად ჯერჯერობით არ გახმაურდება, ისევ და ისევ, ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებისთვის,” – აღნიშნა დევაძემ.
საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირებში ქართველი მეზღვაურების მდგომარეობასთან და მათ სავარაუდო გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
შეგახსენებთ, 15 ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში, უკვე რამდენიმე თვეა, იმყოფება.