ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) “ნენსკრაჰესის” დაფინანსება 127 მილიონი ევროთი დაამტკიცა
აქტუალური
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) “ნენსკრაჰესის” დაფინანსება 127 მილიონი ევროთი დაამტკიცა

     საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, ლუქსემბურგში იქნა მიღებული. საქართველოში დაგეგმილი პროექტისთვის 127 მილიონი ევროს სესხის გამოყოფა იგეგმება.
„ნენსკრაჰესის“ დაფინანსების გადაწყვეტილება უკვე მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. EBRD მშენებლობას 214 მილიონი დოლარით დააფინანსებს, 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას კი კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ კაპიტალში განახორციელებს.
დაფინანსების მოძიება კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკიდან და კორეის განვითარების ბანკიდან იგეგმება. 280-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის მთლიანი ღირებულება მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.