უცხოეთი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს

     საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტში შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ თურქეთში ორგანიზაცია ”ემნისთი ინთერნეშენალის” ადგილობრივ ხელმძღვანელს პროკურატურის მოთხოვნით წინასწარ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს.
გადაწყვეტილება სტამბოლის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ტანერ კილიჩს ბრალად ედება გიულენის მოძრაობასთან კავშირი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად ასახელებს. სახელმწიფო დეტარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ტანერ კილიჩის პატიმრობაში დატოვება ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემა თურქეთში დამოუკიდებელი არ არის.

rustavi2.ge