აქტუალური
მიხეილ სააკაშვილს დაკითხვების ახალი სერია ელოდება - უკრაინის გენპროკურორი

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის გენერალური პროკურატურა არ აპირებს, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის ვადის გაგრძელების თხოვნით სასამართლოს მიმართოს – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
ლუცენკოს თქმით, უახლოეს მომავალში მიხეილ სააკაშვილს კვლავ ელოდება დაკითხვების ახალი სერია.
„ვიმედოვნებ, რომ ის მშვიდად ივლის დაკითხვებზე და ჩვენებას მისცემს“, – განაცხადა პროკურორმა.
5 თებერვლის ღამეს ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს აღმკვეთის ღონისძიების სახით მისთვის შეფარდებული ღამის შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა.