უცხოეთი
კიევის სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა მესამედ არ დააკმაყოფილა

     საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა, მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შესახებ, უკვე მესამედ არ დააკმაყოფილა.
სააკაშვილის ადვოკატების აზრით, მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობის განსაზღვრის დროს არასაკმარისი დოკუმენტაციით იხელმძღვანელეს, შესაბამისად, მათ საქმის განხილვის უფლება არ აქვთ. თავად მიხეილ სააკაშვილი კიევის სააპელაციო სასამართლოში არ იმყოფება, მან შენობა დატოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სხდომათა დარბაზში მისი დარჩენის აუცილებლობას ვერ ხედავს.
კიევის სააპელაციო სასამართლო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს.

1tv.ge