სამართალი
მოსკოვში „კობა ბატუმსკი“ დააკავეს

patimმოსკოვში აჭარელი „კანონიერი ქურდი“ „კობა ბატუმსკი“ დააკავეს. 1966 წელს დაბადებული ბიძინა ბაკურიძე, ვისზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე დღის წინათ დააკავეს, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. დაკავების მომენტში მას ჰეროინი აღმოაჩნდა. ბაკურიძე კრიმინალურ წრეებში „ლომჩიკისა“ და „კობა ბატუმსკის“ მეტსახელითაცაა ცნობილი. წარსულში იგი ქურდობისა და ნარკოტიკების შენახვის გამო არაერთხელ გაასამართლეს. 1991 წელს ბიძინა ბაკურიძე ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაიქცა.