უცხოეთი
პეტრო პოროშენკო პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების იდეოლოგიის პროპგანდისთვის სასჯელის დაწესებას მიუღებელს უწოდებს

     საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების იდეოლოგიის პროპგანდისთვის სასჯელის დაწესებას უკრაინის პრეზიდენტი მიუღებელს უწოდებს.
„ვწუხვარ პოლონეთის პარლამენტის გადაწყვეტილების გამო. ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს გახსნილ დიალოგს და არა აკრძალვებს. გადაწყვეტილების თანმხლები შეფასებები არაობიექტურია“, – დაწერა პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელ Facebook-ში.
უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთს ობიექტურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კიევს პირველ რიგში, ახსოვს საერთო გამარჯვებები და ბრძოლა ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.
უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობების კომიტეტში აცხადებენ, რომ კანონის მიღებით პოლონეთმა უკრაინასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებში „წითელი ხაზი“ გადაკვეთა.
პოლონეთში ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზცია – უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ განდიდება მიუღებელია.

1tv.ge