სამართალი
უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული - რა სამართლებრივ მექანიზმებს გაატარებს სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული, რა სამართლებრივ მექანიზმებს გაატარებს ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ საკითხზე ქართულმა მხარემ უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.
სააკშვილის ექსტრადირებაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. მიმართული გვაქვს უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის და ახლა მათზეა დამოკიდებული, რა სამართლებრივ მექანიზმებს გაატარებენ”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.