საზოგადოება
უამინდობის გამო „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული 212 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება იმერეთის რეგიონშია, სადაც დენი 74 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ. კომპანიაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როდის დასრულდება მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები.