პოლიტიკა
ჩვენ რა, საქართველოსთან ურთიერთობას ვალაგებთ?! - აფხაზეთში ენგურის ხიდზე საბაჟოს გახსნა სურთ

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. „აფხაზეთის მედია ენგურის ხიდზე საბაჟო პუნქტის აუცილებლობასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. ლაპარაკია ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე შეტანილ საქონელზესაბაჟო გადასახადისდაწესებაზე, - იტყობინება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, - ხილ-ბოსტნეულის, სხვადასხვა სამრეწველო საქონლისა და ავეჯის მნიშვნელოვანი რაოდენობა ხომ საქართველოდან შედის“.
„აპსნი.რუ“-ს ჟურნალისტი აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელს ბესლან ცვინარიას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე საბაჟო ტერმინალის ორგანიზების და საბაჟო გადასახადის დაწესების მოთხოვნით პრეზიდენტს ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში მიმართა.
გადაწყვეტილებას მე რომ ვიღებდე, ეს სისტემა უკვე ამოქმედებული იქნებოდა. საბაჟო კონტროლს მხოლოდ გალის რაიონიდან გატანილი თხილი გადის და ასევე ხდება შემოსული ჰუმანიტარული ორგანიზაციების და ენგურჰესისთვის განკუთვნილი ტვირთების რეგისტრაცია“, – განაცხადა ბესლან ცვინარიამ.
ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გაგრაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმაც ილაპარაკა.
დღეს ჩვენი ბიუჯეტი 5 მლრდ რუბლს შეადგენს, როცა ის შეიძლება 8-10 მლრდ რუბლსაც აღემატებოდეს. მაგრამ რატომღაც ჩვენ ეს არ გვინდა, არ გვინდა, რომ საზღვარზე მკაცრად და მოწესრიგებულად მუშობდნენ, საზღვარი უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი მექანიზმებით. საქართველოდან წლებია, შემოდის პროდუქტები, ტვირთი ისე, რომ ამით სახელმწიფო ბიუჯეტში არანაირი თანხა არ შედის. როცა ვიწყებთ მსჯელობას გადასახადების დაწესებაზე, ოპონენტები ამაში რატომღაც საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებას ხედავენ“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.