აქტუალური
ნატოს სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში შევიდა

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ბრიტანეთის სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი Duncan შავ ზღვაში შევიდა.
ნატოს საზღვაო სარდლობის ინფორმაციით, ბრიტანულ გემს თან ახლავს თურქული ფრეგატი Gaziantep.
რუმინეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ 30 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათვლით ბრიტანეთის, თურქეთისა და რუმინეთის გემები ზღვაზე დაკვირვების ოპერაციას ჩაატარებენ და შეასრულებენ სხვადასხვა მისიას შავი ზღვის ეროვნულ და საერთაშორისო წყლებში.
სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი MiG 21 Lancer.
პარალელურად, 24 იანვრიდან 13 თებერვლამდე, საზღვაო ნაღმებთან ბრძოლის ფარგლებში, ნატოს სამხედრო-საზღვაო ჯგუფი შავი ზღვის აუზში ნავიგაციის მონიტორინგისთვის შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.