რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის საკადრისი საფასური უნდა მიიღოს! – აშშ-ის ელჩი
სამართალი
რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის საკადრისი საფასური უნდა მიიღოს! – აშშ-ის ელჩი

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი კონგრესის გადაწყვეტილებას რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით (სრული სია იხ. აქ).
კონგრესის ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის საკადრისი საფასური მიიღოს. ეს შეეხება უკრაინაში მათ ჩარევას და უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფას. ასევე რუსეთის ფედერაციის ჩარევას ამერიკის დემოკრატიულ პროცესებში, კერძოდ, არჩევნებში. შესაბამისად, ეს ამ საკითხებთან დაკავშირებით კონგრესის სიგნალი და პასუხია, რომ რუსეთის ფედერაციამ კარგად გაიგოს, არ შეიძლება და არ უნდა ჩაერიოს დემოკრატიულ პროცესებში და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი არ უნდა ხელყოს. რაც შეეხება საკითხის დეტალებს, ეს მეც გუშინ ვნახე და დეტალებზე მოგვიანებით შემიძლია ვისაუბრო”, – განაცხადა იან კელიმ.