მაიკ პომპეო - შემაშფოთებელია, რომ ჩინეთი დასავლეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს
უცხოეთი
მაიკ პომპეო - შემაშფოთებელია, რომ ჩინეთი დასავლეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია, რომ ჩინეთი დასავლეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ეს განცხადება ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რუსეთის გავლენაზე, ჩინეთიც ძალიან აქტიურია. ეს მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ჩინეთის ქმედებებს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
ცენტრალური დაზვერვის ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დიდ ბრიტანეთზე, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებზე.

1tv.ge