უცხოეთი
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ფაშიზმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის როლს არ დაივიწყებს

      საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ისრაელი ფაშიზმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის როლს არ დაივიწყებს.
ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ერთად ებრაელთა მუზეუმი და ტოლერანტობის ცენტრი მოინახულა.
მოგვიანებით კი იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„უსფკრულიდან, რომელშიც ვიმყოფებოდით, ხალხისგან, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლო, ჩვენ ვიქეცით ძლიერ სახელმწიფოდ, რომელსაც საკუთარი თავისთვის ბრძოლა და საკუთარი ძალებით თავის დაცვა შეუძლია“, –  განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

1tv.ge