სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მაია გოიკოვიჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისში რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის - ანატოლი ბიბილოვის სერბეთის რესპუბლიკაში ჩასვლა
საზოგადოება
სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მაია გოიკოვიჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისში რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის - ანატოლი ბიბილოვის სერბეთის რესპუბლიკაში ჩასვლა

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ საქართველოს ელჩმა საბერძნეთში, რომელიც ასევე ფარავს სერბეთს, იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა. სერბეთის საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გოიკოვიჩის ხელმძღვანელობით საქართველოში ხუთშაბათს დაიწყო: ამ თემას ორივე მხარე შეეხო, სერბეთის ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, რომ ასეთი უსიამოვნო ინციდენტები ეწინააღმდეგება სერბეთის ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, საუბარიც არ არის რაიმე სახის ოფიციალურ შეხვედრაზე. თუმცა, როგორც სპიკერმა მაია გოიკოვიჩმაც თქვა, ყოველი ასეთი ინციდენტის აღმოჩენისას ოფიციალური ბელგრადი დაგმობს მსგავს ფაქტებს.
ნანობაშვილის თქმით, ბიბილოვისა და სერბეთის პატრიარქის შეხვედრის ამსახველი ფოტოს გავრცელების შემდეგ ის პირადად ესტუმრა პატრიარქს. პატრიარქმა როგორც ოფიციალური, ისე პირადი საუბრისას დაადასტურა, რომ დე–ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტი არაოფიციალური იყო: ბიბილოვმა, მართალია, გაიარა სერბეთის ტერიტორია, მაგრამ არცერთი ოფიციალური შეხვედრა მას სერბეთის ტერიტორიაზე არ ჩაუტარებია, მათ შორის არც საპატრიარქოში და ეს პირადად დამიდასტურა პატრიარქმა ირინეოსმა, როცა მას შევხვდი. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ტექნიკურ საპასპორტო დეტალებთან, რომელზეც არის კითხვის ნიშნები, მათ შორის იმაზე, რომ ზოგიერთი პირი რუსული პასპორტით გადაადგილდება. ამ საკითხზეც მიდის თანამშრომლობა სერბეთთან.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ და მაია გოიკოვიჩმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების მხარდაჭერას. სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქვეყანა, რომელიც ერთგულია საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპის, რომელსაც ჰქვია საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყნების სუვერენიტეტის მხარდაჭერა“, – განაცხადა გოიკოვიჩმა.
კობახიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობის გაღრმავება სხვადასხვა სფეროში პრიორიტეტულია: დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი გახდება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი, ძალიან ინტენსიური ფაზის დაწყების ძალიან კარგი საწინდარი.