საზოგადოება
როგორც ,,აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო გიორგობიანი აცხადებს, სპეციალური რეისით 8 თებერვალს, დილის ექვს საათზე, შარმ-ელ-შეიხიდან 50 ქართველი ტურისტი დაბრუნდება.
"ჩვენ ეგვიპტის მიმართულებით სპეცრეისი დავნიშნეთ, ვინაიდან ქართველების გამოყვანა გახდა საჭირო. ამ რეისით საქართველოში ყველა ქართველი ტურისტი დაბრუნდება",- განაცხადა გიორგობიანმა.
ამასთან, "აირზენას" სპეციალური რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეგვიპტის მიმართულებით ღამის თორმეტის ნახევარზე შესრულდება, თუმცა, გიორგობიანის განცხადებით, ამ რეისს ეგვიპტეში არც ერთი ქართველი მგზავრი არ გაჰყვება.