საქართველოში სომხეთის ახალმა ელჩმა თბილისის მერ კახი კალაძესთან ერევანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
აქტუალური
საქართველოში სომხეთის ახალმა ელჩმა თბილისის მერ კახი კალაძესთან ერევანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. 25 იანვარს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი თბილისის მერ კახ კალაძეს შეხვდა.
შეხვედაზე მხარეებმა განიხილეს ერევანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის რიგი მიმართულებები და რწმენა გამოხატეს, რომ ორ დედაქალაქს შორის ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქალაქის ხელისუფლების დონეზე აქტიური ურთიერთშეხვედრების მნიშვნელობას და ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე წელს დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტებზე.
ელჩმა სადოიანმა კალაძეს განუცხადა, რომ წელს აღინიშნება ერევნის დაარსების 2800 წლისთავი, რასთან დაკავშირებითაც თბილისის მერი სომხეთის დედაქალაქში მიიწვია, იუბილესადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.