სამართალი
სპეცრაზმს ჩემი შვილი სხვა პიროვნებაში აერია, - აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. პანკისში მუსლიმი თემის და ხეობის უხუცესები ახალი ერთობლივი მიმართვის გაკეთებას გეგმავენ. 26 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედის მედიკო მარგოშვილის თქმით, პირველივე დღიდან ეჭვობდა, რომ სპეცრაზმს მისი შვილი სხვაში შეეშალა.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დაკავებულმა - რუსლან ალდამოვმაც გამოთქვა ეს ეჭვი, მაჩალიკაშვილის დედა ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მსხვერპლია.
საქართველოში არ ყოფილა აქამდე ტერაქტი, სუს-მა ჩემს სახლში მოაწყო ტერაქტი და სრულიად უდანაშაულო შვილი, ლოგინში მწოლიარე მომიკლა. ჩემს შვილს და რუსლან ალდამოვს ერთ სახელს ეძახდნენ, ერთ უბანში ვცხოვრობთ, ვფიქრობ, ამიტომ შეეშალათ. ან ის რატომ უნდა მოეკლათ, ხომ შეიძლებოდა ეთქვათ, ალყაში ხართ და გამოდითო. ასე მისვლა და ტყვიის შუბლში სროლა როგორ შეიძლებოდა”, - განაცხადა მედიკო მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილის ოჯახი, სუს-ის მაღალჩინოსნებიდან დაწყებული, სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს.