უცხოეთი
„SPUTNIK.მნენია“: ევროპელები აშშ-ის ახალ სანქციებს მიუღებლად მიიჩნევენ

     საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ფრანგებისა და გერმანელების უმრავლესობას (65% და 61% შესაბამისად) მიუღებლად მიაჩნია აშშ-ის მიერ იმ ევროპული კომპანიებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთთან ერთად მონაწილეობენ გაზის პროექტებში. მსგავს მოსაზრებაზეა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარიც (47%) და პოლონეთის მოსახლეობის 37%-იც.
გამოკითხვა პროექტ „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში კომპანია Ifop-მა ჩაატარა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის.
საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა:
საფრანგეთში რესპონდენტების 14%-მა
გერმანიაში რესპონდენტების 20%-მა
დიდ ბრიტანეთში რესპონდენტების 21%-მა.
პოლონეთში გამოკითხულთა 39%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის სანქციები მისაღებია, თუნდაც ამით ევროპულ კომპანიებს ზარალი მიადგეს.
საფრანგეთსა და გერმანიაში სანქციების მოწინააღმდეგეთა შორის უფრო მეტი მამაკაცია. ამასთან, ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები უფრო ხშირად შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ფრანგი მემარჯვენეები, პოლონელი მემარცხენეები და ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატები უფრო მეტად ემხრობიან მოსაზრებას, რომ ამერიკული სანქციები მიუღებელია.
გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა 2017 წლის 20-27 სექტემბერს. მასში 3228 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკი 18 წელს ზემოთ იყო. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება ქვეყანაში 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.
ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ
საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები: Populus, Ifop და forsa. „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.
„Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე მულტიმედიურ პრეს-ცენტრს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.
Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.
* 2018 წლის 1 იანვრის Liveinternet-ის მონაცემებით