აქტუალური
საქართველოს რკინიგზა: წინა წლებთან შედარებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაიზარდა

      საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა ასეთია: 2017 წელს სულ გადაყვანილია 2,680 მლნ მგზავრი, როდესაც 2015 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 2,397 მლნ-ს. აქედან, მაგისტრალური სარკინიგზო ხაზებით გადაყვანილია 1,296 მლნ მგზავრი; რეგიონულით – 1,276 მლნ მგზავრი და საერთაშორისო – 108 ათასი.
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მგზავრთა უკეთ მომსახურებისთვის შეძენილია 4 თანამედროვე, ორსართულიანი, კომფორტული ელექტრომატარებელი შვეიცარული კომპანია ”შტადლერისაგან”. ეს მატარებლები შშმ პირების მომსახურებისთვის განსაზღვრულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ასევე, სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის ხელმისაწვდომობისა და გამარტივების მიზნით დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა საოპერაციო სისტემაზეა მორგებული. ამასთან, მგზავრთა მოთხოვნების გათვალისწინებით, აპლიკაციაში ჩაშენდა ადგილების შერჩევის ფუნქცია.