უცხოეთი
თურქეთის სამხედრო კოლონამ ქურთებზე თავდასხმის მიზნით, სირიის საზღვარი გადალახა და ალეპოში შევიდა

      საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. თურქეთის სამხედრო კოლონამ ქურთებზე თავდასხმის მიზნით, სირიის საზღვარი გადალახა და ალეპოს პროვინციაში შევიდა.
ტელეკომპანია Al Mayadeen-ის ინფორმაციით, თურქეთის სატანკო შენაერთი ქურთების პოზიციებს ალეპოს პროვინციიდან დაბომბავს.
პარალელურად, ქურთული სააგენტო Firat-ის ცნობით, ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა აფრინის ერთ-ერთ ოლქში თურქეთისგან მხარდაჭერილი „თავისუფალი სირიის არმიის“ შეტევა უკუაგდო, ასევე თურქეთის არმიის სამი ტანკი ააფეთქა და შეტევა გაანეიტრალა.
სირიის ჩრდილოეთში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
თურქეთმა სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის არმია სირიის ჩრდილოეთში აფრინისა და აზაზის მიმართულებით ავითარებს შეტევას და პოტენციურ სამიზნედ მანბიჯსაც ასახელებს.

1tv.ge