საზოგადოება
ჩინეთიდან საკონტეინერო მატარებელი საქართველოს გავლით ევროპაში გაემგზავრა

      საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ტრანსკასპიური დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპაში საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა. ამის შესახებ commersant ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს. არსებული ინფორმაციით, საინჟინრო მოწყობილობებით და სხვა საქონლით დატვირთული პირველი საკონტეინერო მატარებელი ურუმჩიდან გამოვიდა და ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპაში ჩავა. მატარებელი სულ 1486 კმ-ს გაივლის და 8 დღეში დანიშნულების ადგილს მიაღწევს.
2018 წელს ურუმჩიდან ევროპაში 1400 მატარებლის გაშვებაა დაგეგმილი. მათი ნაწილი ტრანსკასპიურ დერეფანს გაივლის.
TV “იმედი