აქტუალური
2017 წელს მწარმოებელთა ფასების ინდექსი 8,7 %-ით გაიზარდა - საქსტატი

      საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,8%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8,7%-ით გაიზარდა. კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
შემცირდა ფასებიც. კერძოდ, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, გადამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,6%-ით. ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,4 %) და ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-0,8%).
ფასები 2,1%-ით შემცირდა ელექტროენერგიაზე, აირზე, ორთქლსა და ცხელ წყალზე, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში -0,28 პროცენტული პუნქტი შეიტანა.