უცხოეთი
სირიის აფრინის რეგიონში თურქეთის არმიის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს

      საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. სირიის აფრინის რეგიონში, სადაც თურქეთის არმიამ დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ რამდენიმე პოზიცია გაანადგურა, სამხედრო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქი სამხედროები ავრცელებენ.
თურქეთის გენერალური შტაბის ცნობით, საჰაერო იერიშის შედეგად განადგურებულია ის პოზიციები, საიდანაც გუშინ თურქეთის საზღვრისპირა ქალაქებზე 11 საჰაერო თავდასხმა მოხდა. გვიან ღამით დაბომბვის შედეგად ქალაქ რეიჰანლიში ერთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას უკანასკნელი ტერორისტის ლიკვიდაციამდე გააგრძელებს. ორდღიანი საჰაერო იერიშების შემდეგ სირიის ჩრდილოეთ რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის ქვეითი ქვედანაყოფებიც ჩაერთნენ.

rustavi2.ge