პუბლიკაციები
ტელეარხმა „რუსთავი 2“-მა, რომელიც უცხოეთის სპეცსამსახურების ბალანსზე იმყოფება, საქართველოს მოქალაქეებს უიმედო მოღალატეები და არანორმალურები უწოდა! - საქინფორმის მიმართვა სუს-ის ოფიცრებს

      ბატონო ოფიცრებო!
   2017 წლის 21 იანვარს უცხოეთის სპეცსამსახურების პროპაგანდისტული ტელეარხი „რუსთავი 2“, რომელიც სოროსის ფულით შეიქმნა და 15 წელია, თანმიმდევრულად ანგრევს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და რყვნის ქართველ ახალგაზრდობას, ყველა ზღვარს გასცდა.
   პროგრამა „პოსტსკრიპტუმში“ საქართველოში NDI -ს ბოლო გამოკვლევის კომენტირებისას „რუსთავი 2“-ის „ჟურნალისტებმა“ გამოკითხულთა მესამედს, რომლებიც საქართველოს „ევრაზიულ კავშირში“* შესვლას ემხრობიან, და გამოკითხულთა უმეტესობას - 41% 36%-ის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით აშშ-ზე უფრო ძლიერად მიიჩნევენ, არანორმალური ადამიანები და უიმედო მოღალატეები უწოდეს! ამით აგონიაში მყოფი სააკაშვილის რუსოფობიურმა ტელეარხმა, პრაქტიკულად, ტერორისა და რეპრესიებისკენ მოუწოდა საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ურთიერთობის მოგვარებას უჭერს მხარს.
   გარდა ამისა, ტელეარხმა „რუსთავი 2“-მა ეთნიკური შუღლის გაჩაღება სცადა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს შორის და მათი კომენტარები იმგვარად დაამონტაჟა, რომ ქართველები და სომხები „ევრაზიულ კავშირში“ შესვლას, რუსეთთან ძველი მეგობრობის აღდგენას ემხრობოდნენ და განმარტავდნენ - რატომ მიაჩნიათ რუსული არმია ამერიკულზე ძლიერად, ხოლო აზერბაიჯანელები ევროკავშირსა და ნატოში შესვლას უჭერდნენ მხარს და აცხადებდნენ, რომ „მოღალატე რუსებს არმია საერთოდ არასდროს ჰყოლიათ“.
   „რუსთავი 2“-ის ამ მორიგი ორმაგი პროვოკაციის მიზანი საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღება და ქაოსში სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება გახლდათ - შემთხვევით როდი გავიდა იმავე გადაცემის მეორე სიუჟეტად პანკისის ხეობაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული სპეცოპერაცია. უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებულ მდარე ხარისხის ჟურნალისტებს არ მოერიდათ მაჩალიკაშვილების ოჯახის ტრაგედიით სპეკულირება და დარდით გულმოკლული მამა აჩვენეს, რომელიც მზადაა, მთელი პანკისის ხეობა ფეხზე დააყენოს, თუკი „სასამართლო საქართველოსა და სტრასბურგში ყველა დამნაშავეს არ დასჯის“ - სუს-ის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სპეცრაზმელით დამთავრებული, რომელმაც მის შვილს ესროლა.

   „საქინფორმი“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს მიმართავს:
      ბატონო ოფიცრებო!
   თქვენ ხედავთ, რომ დღეს სურთ, შსს, პრაქტიკულად, ნარკომანებისა და ლგბტ-საზოგადოების უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციად გადააქციონ. ქართულ პოლიციასთან ერთად დევნით გატანჯეს საქართველოს მთავარი პროკურატურაც, რომელმაც დიდი ხანია, თავისი ფუნქციები დაკარგა. ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებაც კი ვერ შეძლო.
   ამ ვითარებაში, როდესაც სამშობლო საფრთხეშია, იქნებ თქვენ მაინც, სუს-ის ოფიცრებმა, მოახდინოთ რეაგირება ზემოთ ჩამოთვლილ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მუქარის შემცველ ქმედებებზე დივერსანტებისა, რომლებიც საკუთარ თავს ჟურნალისტებს უწოდებენ? და ნუ დაელოდებით „ზემოდან“ ბრძანებას - ხვალ, შესაძლოა, უკვე გვიან იყოს, როგორც ეს 2003 წლის ნოემბერში მოხდა!
    მეორე შეკითხვა - ვიმედოვნებ, საქართველოს სუს-ში უკვე დაიწყო გამოძიება - როგორ მოიპოვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ახმედ ჩატაევის საქმის ყველა საიდუმლო მასალა, მათ შორის - მრავალსაათიანი ვიდეო სათვალთვალო კამერიდან, რომლის ერთი ეპიზოდი 13 იანვარს ტელეეთერში გაუშვა? რომელმა თანამშრომელმა/თანამშრომლებმა მოიპარეს ეს მასალები და საიდან - შსს-დან, მთავარი პროკურატურიდან თუ სუს-იდან? იმედი მაქვს, ისინი უკვე იზოლატორში იძლევიან ჩვენებებს.
   და მესამე შეკითხვა - ვიმედოვნებ, საქართველოს სუს-ში უკვე დაინტერესდნენ - საიდან მოხვდა „რუსთავი 2“-ის ხელში პეტრო პოროშენკოს მიერ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურში გაგზავნილი 2007 წლით დათარიღებული წერილების ასლები, რომლებიც ტელეკომპანიამ ასევე 13 იანვარს გაუშვა ეთერში?
ბატონო ოფიცრებო, გააანალიზეთ ზემოთ მოტანილი ინფორმაცია და მიხვდებით - რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზე მუშაობს „რუსთავი 2“.
   „საქინფორმის“
რედაქციის სახელით -
მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 23 იანვარი
საქართველო, თბილისი

   *რატომ ვწერთ „ევრაზიულ კავშირს“ ბრჭყალებში და რომელ უცხოურ დაზვერვაზე მუშაობს „რუსთავი 2“, მკითხველი მალე შეიტყობს NDI-ს ბოლო გამოკვლევის დეტალური ანალიზიდან, რომელსაც „საქინფორმი“ წარმოგიდგენთ.