27 იანვარს 19:00 საათზე გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება გალა კონცერტი სახელწოდებით „მაქვს რაღაც სამღერი…“, რომელიც ვლადიმერ ვისოცკის დაბადებიდან 80 წლისთავს ეძღვნება
საზოგადოება
27 იანვარს 19:00 საათზე გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება გალა კონცერტი სახელწოდებით „მაქვს რაღაც სამღერი…“, რომელიც ვლადიმერ ვისოცკის დაბადებიდან 80 წლისთავს ეძღვნება

      საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ეს კონცერტი მესამე მასშტაბური პროექტი იქნება, რომელსაც კავშირირუსკი კლუბი დიდ პოეტსა და მსახიობს უძღვნის - 2008 და 2013 წლებში თბილისში ტრიუმფით ჩატარდა კონცერტები ვლადიმერ ვისოცკის დაბადებიდან 70 და 75 წლისთავთან დაკავშირებით.
2018 წლის საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ვახტანგ კიკაბიძე, ირმა სოხაძე, მაია ბარათაშვილი, თემურ თათარაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი და ქართული ესტრადის სხვა ვარსკვლავები. სცენაზე რუსი ავტორი-შემსრულებლებიც გამოვლენ - პოეტი-სატირიკოსი თემურ შაოვი და ბორის დრაგილევი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ გრიბოედოვის თეატრის მსახიობები.
საღამოს საპატიო სტუმრების რანგში თბილისში საგანგებოდ ჩამოვლენ ფოტოხელოვანი და ჟურნალისტი იური როსტი, ფოტომხატვარი ეკატერინა როჟდესტვენსკაია, რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივის დირექტორი ტატიანა გორიაევა, მთარგმნელი, მარინა ვლადის ნდობით აღჭურვილი პირი რუსეთში იულია აბდულოვა, რუსეთის დედაქალაქის ყველაზე დიდი წიგნების მაღაზიის „მოსკვას“ დირექტორი მარინა კამენევა.
გალა კონცერტის ფარგლებში გაიმართება ორი წიგნის პრეზენტაცია: „რუსკი კლუბის“ მორიგი გამოცემა სერიიდან Русские в Грузии (ავტორები ნინა შადური-ზარდალიშვილი და ვლადიმერ გოლოვინი) და წიგნი Высоцкий в Грузии (ავტორი ნინა შადური-ზარდალიშვილი), რომელიც რუსეთის გამომცემლობა „ლიბრიკამ“ გამოუშვა. პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულსაგანმანათლებლო კავშირირუსკი კლუბი“ „ვითიბიბანკისა და შპს გამომცემლობა ლიბრიკას“ მხარდაჭერით.























საქინფორმი