უცხოეთი
Anadolu - თურქულ პროვინციას სირიის მხრიდან რაკეტები ესროლეს

      საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. თურქულ პროვინცია კილისს სირიის მხრიდან რაკეტები ესროლეს – ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება.
თურქული მედიის ცნობით, ოთხი რაკეტა პროვინციის ორ კვარტალში ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
Anadolu-ს ინფორმაციით, ადგილზე პოლიციამ ტერიტორია შემოსაზღვრა, ხოლო მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს.
თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა სირიაში, აფრინში ქურთთა ფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

1tv.ge