უცხოეთი
თურქეთმა აფრინის ტერიტორიაზე ქურთი მებრძოლების პოზიციები საარტილერიო დანადგარებიდან დაბომბა

      საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. თურქეთმა აფრინის ტერიტორიაზე მყოფი ქურთი მებრძოლების პოზიციები საარტილერიო დანადგარებიდან კიდევ ერთხელ დაბომბა. როგორც თურქული სააგენტო Sabah-ი იტყობინება, სულ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 153 დარტყმა განახორციელეს, ასევე ვრცელდება ცნობა, რომ რეგიონში თურქული მძიმე ტექნიკა გამოჩნდა, რომელიც „თავისუფალი სირიის არმიის“ წევრების შეტევას უმაგრებს ზურგს.
ტელეკომპანია Haberturk-ი იუწყება, რომ თურქმა სამხედროებმა დღეს დილიდან 3,5 კილომეტრით წაიწიეს წინ აფრინის ტერიტორიის შიგნით და განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს.
შეგახსნებთ, რომ თურქეთის გენშტაბში სირიის ტერიტორიაზე, კერძოდ აფრინში დაბანაკებული ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გუშინ განაცხადეს.

1tv.ge