პოლიტიკა
უკრაინის პოლიტისტებლიშმენტი - ჰალსტუხიჭამია სააკაშვილი და მლოკველი გერაშჩენკო! - საქინფორმი არ წარმოგიდგენთ...

      საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატმა „სახალხო ფრონტიდან“ ანტონ გერაშჩენკომ კომენტარი გააკეთა - რატომ ლოკავს თეფშებს რესტორნებში უცხოელი ელჩების თანდასწრებითაც კი.
„სექტემბერში უკრაინაში იაპონიის ელჩის მოადგილემ, ჩემმა კარგმა ნაცნობმა მიჩიო ჰარადამ მეგობრულ სადილზე დამპატიჟა. შეხვედრა იაპონიის ელჩის მოადგილემ აღმოსავლური სამზარეულოს რესტორან „ბაოში“ დათქვა. იაპონელ დიპლომატთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემები, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების რეფორმირების საქმეში იაპონიის დახმარების მიმართულებები. მე მიყვარს აღმოსავლური სამზარეულო, ერთი კერძი კი განსაკუთრებით მეგემრიელა. იაპონელმა დიპლომატმა ეს შენიშნა და მიამბო, რომ იაპონიაში, სადაც გემრიელ საწებელში ამოსაწობად პურის გამოყენება მიღებული არ არის, მზარეულისადმი განსაკუთრებულ პატივისცემად ითვლება, როცა თეფში სადილის შემდეგ მოპრიალებული რჩება. და იაპონური ტრადიცია ამას უხერხულად არ მიიჩნევს. მე სასირცხვილო არაფერი მაქვს. უკრაინისადმი მეგობრული სხვადასხვა ერის ტრადიციებს პატივს ვცემ“, - დაწერა გერაშჩენკომ.
საქინფორმი მკითხველებს შეახსენებს, რომ დეპუტატი გერაშჩენკო - შს მინისტრ ავაკოვის ყოფილი მრჩეველი, დღესაც უწინდებურად АТО-ს კურატორი, სამართალდამცველი საქმიანობის რეგულირების საპარლამენტო კომიტეტის მდივანი და უკრაინის შსს-ს კოლეგიის წევრია.
ასე რომ, პოლიტისტებლიშმენტში უკრაინას აშკარად არ გაუმართლა - იქ ჯერ პრეზიდენტის მრჩეველი, ოდესის გუბერნატორი - ჰალსტუხიჭამია სააკაშვილი მბრძანებლობდა, ახლა კი მლოკველი გერაშჩენკო უფროსობს!
ჩვეულებრივ, როგორ მთავრდება ხოლმე ქვეყნისთვის მსგავსი ველურების მმართველობა, ნებისმიერ სიტყვებზე უკეთ საქართველოსა და უკრაინის დღევანდელი რუკები მეტყველებს...