რედაქტორისგან
ხელისუფლების შესანარჩუნებლად “ნაციონალები” საქართველოს ახლო აღმოსავლეთიდან სარაკეტო იერიშის მიზნად აქცევენ

anti_missile

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების რადარების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით რესპუბლიკელი სენატორების იდეას საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე მიესალმება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პატრნიორია და თუ ეს საკითხი ოფიციალურად დადგება დღის წესრიგში, ქართული მხარე ამას სერიოზულად და ადეკვატურად განიხილავს.

"საინტერესო იდეაა და ნებისმიერ იდეას მივესალმებით, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. თუ ეს საკითხი ოფიციალურად დადგება დღის წესრიგში, ჩვენ ამას ყურადღებით და ადეკვატურად განვიხილავთ", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ოთხი ამერიკელი სენატორის ინიციატივა საქართველოს ხელისუფლების სრულ კმაყოფაზე მყოფ ექსპერტ–პროპაგანდისტებსაც მოეწონათ. კერძოდ, ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ რუსეთი სარაკეტო სისტემებს დგამს ცხინვალსა და აფხაზეთში და ამ პირობებში აშშ–მა აუცილებლად უნდა განათავსოს რადარები საქართველოში. მას მიაჩნია, რომ საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო რადარების განთავსება მის ტავდაცვიუნარიანობას გაზრდიდა. ამავე აზრისაა „ექსპერტი“ ნიკა ჩიტაძეც, რომელიც იმედოვნებს, რომ ოთხი სენატორის ინიციატივას მხარს დანარჩენებიც დაიჭერენ.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს საკითხი ოთხმა ამერიკელმა სენატორმა წამოჭრა. არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელების გავლენა საკანონმდებლო ორგანოში გაიზარდა, აქედან გამომდინარე, იმედი ვიქონიოთ, რომ თანაპარტიელების იდეას მხარს სხვა რესპუბლიკელებიც დაუჭერენ“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2004 წლიდან „ვარდების რევოლუციური“ ხელისუფლების მიერ არაანგაჟირებულმა ექსპერტებმა, – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ, პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა არნო ხიდირბეგიშვილმა და ზოგიერთმა სხვამ – თავის მრავალრიცხოვან პუბლიკაციასა და ინტერვიუში არაერთხელ გააფრთხილეს ქართველი საზოგადოება საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების ან/და აშშ–ის სამხედრო ბაზის განთავსების საფრთხის შესახებ. გთავაზობთ რამდენიმე  ციტატას:

ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის მოკავშირედ (შესაბამისად, მთელი ისლამისტური ფუნდამენტალიზმის მტრად!) ქცეული საქართველო განადგურებას დაქვემდებარებულ საბრძოლო მიზნადაც იქცა - რაკეტებით მოხდება ეს თუ ტერაქტებით - სუვერნიტეტ- და ტერიტორიებ დაკარგული პატარა ქვეყნისთვის, უმწეო ეკონომიკითა და ძალზე მცირერიცხოვანი მრავალეროვანი მოსახლეობით - დიდი მნიშვნელობა არ აქვს... (ა. ხიდირბეგიშვილი, ყოველკვირეული საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, პუბლიკაცია „აქეთ მოიხედეთ, სულელებო!“, 19.08.2009 წ.)
“რისთვის სჭირდებათ საქართველო ამერიკელებს? სამი ინტერესია. პირველი - მილსადენის გაყვანა; მეორე - საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანთან ომის შემთხვევაში, რაც დღის წესრიგში დგას, რადგან ახლომახლო სხვა არავინ დაუთმობს ინფრასტრუქტურას; მესამე - რუსეთის სამხრეთით ნეგატიური პროცესების, ყველანაირი ექსცესის ინსპირირება... ამ როლის შესრულებას აიძულებდა საქართველოს შევარდნაძე და აიძულებს სააკაშვილი...

ფაქტობრივად, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც პროამერიკული არ იქნებოდა.

ამერიკელების ნებართვით, შევარდნაძის დამხობისას სააკაშვილი აკრიტიკებდა მას ყველაფრის გამო, გარდა საგარეო პოლიტიკისა!

დღევანდელი ოპოზიციონერებიც გაჰყვირიან “ძირს!” მაგრამ არ ეხებიან საგარეო პოლიტიკურ კურსს!

ამერიკელები აკონტროლებენ საქართველოში მთელ პოლიტიკურ სპექტრს, საერთაშორისო ორგანიზაციების 90 % მათი ფულით ფუნქციონირებს” (ა. ჭაჭია, ონ­ლაინკონფერენცია «Аргументы и Факты» -ში 2009 წლის 7 აგვისტოს).

„ჩვენი წინდაუხედავი პოლიტიკოსები და მოღალატე პროქტოპოლიტოლოგები (წარმოდგება სიტყვა „პროქტოლოგისგან“, ანუ პოლიტ–ჰემოროის სპეციალისტები) უწინდებურად დაყრუება-დაბრმავებას ამჯობინებენ, რადგან საზოგადოების გათვითცნობიერება და მისთვის თვალის ახელა მათ ინტერესებში არ შედის! თითქოსდა არ იციან, რომ:
სანამ აშშ და ნატო ემუქრებიან ირანს, ომობენ ავღანეთსა და ერაყში (ვერც იმარჯვებენ და ვერც მიდიან...), უნებლიეთ ერთვებიან პაკისტანის შიდაკონფლიქტში (რომელმაც 7000 კმ რადიუსის მოქმედების ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტების დამუშავება დაიწყო!), ჯიჰადის ვექტორი - მილიარდობით მუსლიმანის სიძულვილი, რომლებიც დიად ისლამისტურ რევოლუციასა და შარიათის კანონების გამარჯვებაზე ოცნებობენ - მიმართული იქნება ნატოს წევრი ქვეყნებისა და მათი ერთგული მოკავშირის ერაყსა და ავღანეთში - საქართველოსადმი, რომელიც, . ჭაჭიას თქმით,ირანზე იერიშის შემთხვევაში, გადაიქცევა საომარ პლაცდარმად აშშ-ისთვის, რომელსაც თავის ინფრასტრუქტურას დაუთმობს”. შესაბამისად, აქ რადარების ან რაკეტების («Standard-3» или MIM-104 «Patriot» ტიპის სახმელეთო კომპლექსების) განთავსების მოსურნე ან შეშლილია, ან მოღალატე;

- არც ავღანეთს, არც პაკისტანს, არც ირანს და საუდის არაბეთს, ისრაელს ან სამხრეთ კორეასაც კი არ გააჩნია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 1200 კმ- აღემატება და ამრიგად, შეუძლებელია, საფრთხეს წარმოადგენდეს ევროპისა და, მით უმეტეს, ამერიკისათვის! სამაგიეროდ, გააჩნია რაკეტები, რომლებიც იოლად მიაღწევენ ამერიკის მოკავშირე საქართველომდე! მარტო პაკისტანს 80 ბირთვული ქობინი აქვს;
ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციას ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტის განხორციელება რომც არ შეეწყვიტა და საქართველო მისი მოქმედების ეფექტიანობის ზონაში მოხვედრილიყო, სარაკეტო იერიშის შემთხვევაში - რაკეტა მის საჰაერო სივრცეში რომც გაენადგურებინათ - ის მაინც განადგურებული იქნებოდა! ამგვარი რაკეტების ნამსხვრევი, რომელიც სულ რაღაც 100 გრამს იწონის, ხუთსართულიან შენობის საძირკვლამდე ჩაიტანს (!), მიწაზე კი, ცხადია, ამაზე დიდი ნამსხვრევებიც ცვივა... მაშ, რაღა მნიშვნელობა აქვს - თავზე ისლამისტ ტერორისტთა რაკეტა დაგვეცემა, თუ მისი ნამსხვრევი ამ რაკეტისწარმატებითგზად დაჭერის შედეგად?! (ა. ხიდირბეგიშვილი, ყოველკვირეული საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, პუბლიკაცია „პრო–სკენ გაქვთ საქმე, თქვე პროვოკატორებო!“, 2009 წლის 23 სექტემბრის ნომერი).

ახლა კი იმისათვის, რომ საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მკითხველს ცოტა გულზე მოეშვას (რაც უნდა იყოს, უქმეებია!), შემოგთავაზებთ აბზაცს დღეს გვიან გამოფხიზლებული, იმაჟამად კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ 2008 წლის 13 თებერვალს რია ნოვოსტისთვის მიცემული ინტერვიუდან:

კორ. ქალბატონო ნინო! საერთაშორისო „კვარტეტის“ – გაერო, ევროკავშირი, აშშ და რუსეთის გარანტიის პირობებში სახელმწიფო ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის მითია თუ გარკვეული მნიშვნელობა აქვს, როგორც ფინეთის, შვეციისა და შვეიცარიისთვის? ნატოს წევრობის შემთხვევაში ხომ არ გადავიქცევით ისლამური ფუნდამენტალიზმის სამიზნედ?

ნ. ბ. „არა მგონია, რომ ვინმეს სამიზნედ გადავიქცევით, რადგან, მაგალითისათვის ისლამური ქვეყნა – თურქეთი ნატოს წევრია, ძალიან ბევრი ისლამურ ქვეყანასთან ნატოს ნორმალური ურთიერთობები აქვს, ხოლო ფუნდამენტალიზმი არა მარტო ნატოს წევრი–ქვეყნების, არამედ თვით მუსლიმანური სახელმწიფოების პრობლემაცაა, რომელთაგან ბევრს ეს შესანიშნავად ესმის და შებრძოლებასაც ლამობს. ნებისმიერი ფუნდამენტალიზმი რა მიმართულებითაც არ უნდა ვითარდებოდეს, 21–ე საუკუნეში საშიში და მიუღებელია! საქართველო ნატოს წევრი გახდება, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ორგანიზაცია არა მარტო წევრი–ქვეყნების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, არამედ ხელს უწყობს მათ დემოკრატიულ განვითარებასაც!
რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ეს გამოსავალი არაა. გადახედეთ იმ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ისტორიასა და რეალობას, რომლებიც თავად მოიყვანეთ მაგალითად და მიხვდებით, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის არარეალურია, რადგან მის წინაშე წამოჭრილ ვერც ერთ პრობლემას ვერ გადაჭრის!

ყოველთვის, როცა საუბარი საქართველოს ნატოში გაწევრებას ეხება, რუსეთში ოპონენტები ცდილობენ ნატოსგან საფრთხობელა შექმნან და ავიწყდებათ, რომ რუსეთის უახლოესი მეზობლები – ბალტიისპირეთი, პოლონეთი და სხვა სახელმწიფოები ნატოს წევრები არიან, თუმცა რუსეთს არაფრით ემუქრებიან! ეს ამ „შეშფოთების“ ემოციურ–პროპაგანდისტულ ხასიათზე უფრო მიუთითებს, ვიდრე რეალობაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: საქართველოს ნატოშ გაწევრება რუსეთს არაფრით ემუქრება, პირიქით – უკეთესიცაა, რადგან საქართველოს სახით უფრო სტაბილური და დემოკრატიული მეზობლის ყოლა ყველასთვის მომგებიანია!“

NO COMMENT…