სამართალი
სისხლიანი გარჩევა გმირთა მოედანზე - დაჭრილია სამი პირი

      საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. გვიან ღამით ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს. დაჭრილებიდან ყველაზე მძიმე ერთ-ერთის მდგომარეობაა, რომელიც ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიან გარჩევას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რა გახდა ურთიერთდაპირისპირების მიზეზი, ცნობილი არ არის. ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, საგამოძიებო ნაწილის წარმომადგენლები გამთენიამდე მუშაობდნენ.